ნიკა გვარამიას საქმე

კობახიძე: არ შეიძლება მისი შეწყალება, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ

რაც შეეხება შეწყალებას, მე აქ ვერ შევალ დეტალებში. ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა. უბრალოდ, ერთ რამეს ვიტყვი, გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არა შეურაცხყოფით, არამედ, პირდაპირ ბილწსიტყვაობით. როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემთვის, როგორც უბრალო მოქალაქისთვის, ამის ნიშანი და მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ჩამოგვეშლება სახელმწიფო ინსტიტუტები. ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ბუნებრივია, შეწყალების საგანი არ შეიძლება გახდეს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე.

კომენტარები