ნიკა გვარამიას საქმე

ომბუდსმენი: პრეზიდენტი რომ ვიყო, ვიფიქრებდი შეწყალებაზე, ზურაბიშვილს აღელვებს ევროპული გზა

რა შეიძლება გაკეთდეს, ვერ გეტყვით, სამართლებრივად ალბათ უნდა გასაჩივრდეს, ასევე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიციაც, ვიცი, რომ მას აღელვებს საქართველოს ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია, მე მზად ვარ, მას შევხვდე და გავუზიარე ის მიგნებები, რაც ამ განაჩენთან და ზოგადად, ბრალთან დაკავშირებით სახალხო დამცველს გვაქვს.

მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი და ვიცოდე, რომ დღეს არის ამ ქვეყნისთვის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი, და ქვეყანაში იყოს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება პირის პატიმრობასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესი მედიამენეჯერის მიმართ, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო და ეს არის კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი ამ სიტუაციაში.

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას საქმეზე ამბობს, რომ "სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რაც საერთოდ არც ქართული სასამართლო პრაქტიკით, არც ევროპული, არც ამერიკული, არც ბრიტანული  სასამართლო პრაქტიკით საერთოდ არ ითვლება დანაშაულად".

კომენტარები