NATO-რუსეთი

რიაბკოვი: NATO-ს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ შვედეთი-ფინეთის გაწევრიანებას შევეგუებით

სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი გამოეხმაურა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლის შესაძლებლობას, რაც შესაძლოა უახლოეს მომავალში მოხდეს.

"თუ ასე იქნება, შვედეთის, ისევე როგორც ფინეთის უსაფრთხოება ამ გაფართოების შედეგად არ გაძლიერდება, ეს ჩვენთვის ცხადია. ხოლო რა ფორმით ვუზრუნველყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას, NATO-ს ამ საერთო კონფიგურაციის შემდეგ, ეს ცალკე საკითხია. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ პრაქტიკული თვალსაზრისით რა მოჰყვება ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოსალოდნელ გაწევრიანებას. მათ არ უნდა ჰქონდეთ არანაირი ილუზია, რომ ამას უბრალოდ შევეგუებით, [არც] ბრიუსელში, ვაშინგტონსა და NATO-ს სხვა დედაქალაქებში". – თქვა რიაბკოვმა. 

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას "შორს მიმავალი შედეგები" მოჰყვება.

"სამხედრო დაძაბულობის საერთო დონე გაიზრდება, ამ სფეროში პროგნოზირებადობა შემცირდება. ვწუხვარ, რომ საღი აზრი ეწირება რაღაც მოჩვენებით წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს არსებულ სიტუაციაში. ეს არის მომდევნო მძიმე შეცდომა შორს მიმავალი შედეგებით". – დაამატა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები