ნიკა გვარამიას საქმე

ბოკერია გვარამიას პატიმრობაზე: ეს არის ძალის დემონსტრირების განაცხადი

ეს არის განმტკიცება იმ სურათის, რაც, სამწუხაროდ, წლებია, გროვდებოდა, ოღონდ ბოლო პერიოდში განსკუთრებულად მკაფიოდ გამოჩნდა, რომ სანამ ამ ქვეყანაში ძალაუფლებას ფლობს ივანიშვილი და მისი გარემოცვა, მანამდე ეს ქვეყანა მიდის თავისუფლების საპირისპირო მიმართულებით, არა თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, არამედ, პირიქით, ავტორიტარიზმის, პუტინისტური ოლიგარქიული რეჟიმის გამყარების და განმტკიცების გზაზე.

ბუნებრივია, როცა ამ ტიპის ფიგურას, ოპოზოციურ სივრცეში ალბათ ყველაზე ცნობილ ფიგურას, მისი საქმიანობით ხელისუფლებისთვის ერთერთ ყველაზე უფრო მიუღებელ ფიგურას ასეთ აბსურდულ საქმეზე ასე უტიფრად ციხეში სვამ, ეს არის განაცხადი ძალის დემონსტრირების და იმისი, რომ "ჰო, ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ".

სამწუხაროდ, არალოგიკური არ არის ამ რეჟიმის პირობებში ის, რომ ასე შეუძლია დაჭერა და რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი განაცხადი იმისი, რომ ამ კაცისთვის მისი ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად არის პრიორიტეტი.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველთან საუბარში. მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები