NATO-შვედეთი

შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში წევრობის განაცხადის შეტანაზე მუშაობას იწყებს

შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია NATO-ში წევრობის განაცხადის შეტანაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია მმართველი პარტიის საიტზე ვრცელდება.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ პარტიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის დაანონსებას "ისტორიული გადაწყვეტილება" უწოდა. 

"უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უსაფრთხოების ვითარება შვედეთისა და მთელი ევროპისთვის გააუარესა". – აღნიშნა ლინდემ.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ NATO-ს მიერ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარტიამ იმუშავებს შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განთავების წინააღმდეგ ცალმხრივი პირობების შემოღებაზე.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

შვედეთის NATO-ში შესვლას მხოლოდ მწვანე და მემარცხენე პარტიები ეწინააღმდეგებიან. ამასთან ერთად, შვედეთის NATO-ში შესვლა სწორედ სამთავრობო პარტიაზეა დამოკიდებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები