ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურეს

კიმ ჩენ ინი
GETTY IMAGES

ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურეს

კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი ფხენიანში დაფიქსირდა. ქვეყანაში ლოკდაუნი გამოაცხადეს. 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში 2022 წლის მარტამდე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ აღრიცხულა. ასევე, სავარაუდოდ, ქვეყნის არცერთი მოქალაქე ვაქცინირებული არაა, რადგან ფხენიანმა ვაქცინების მიღებაზე უარი თქვა. 

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ადამიანებში, რომელთაც მაღალი სიცხეები აწუხებდათ და ტესტირება ჩაუტარეს, ომიკრონის ვარიანტი დაფიქსირდა. მათ არ დაუსახელებიათ დამატებითი დეტალები, თუ რამდენი ადამიანია ინფიცირებული.

ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რეგიონებში მკაცრი ლოკდაუნის დაწესების ბრძანება გასცა. სამთავრობო მედიის ცნობით, მობილიზებული იქნება საგანგებო სიტუაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტების მარაგი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ აქამდე ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა, სამხრეთ კორეისა და აშშ-ს მაღალჩინოსნებს ეჭვი ეპარებოდათ იმაში, რომ ქვეყანაში COVID-19-ს არ შეუღწევია. 

ჩრდილოეთ კორეაში 2020 წლიდან მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს, საზღვრების ჩაკეტვის გამკაცრების ჩათვლით.

კომენტარები