თვიღმფრინავის დასმა

მგზავრმა, რომელსაც ფრენის გამოცდილება არ ჰქონდა, აეროპორტში თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა

მგზავრმა, რომელსაც ფრენის გამოცდილება არ ჰქონდა, ფლორიდის აეროპორტში კერძო თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა. შემთხვევა 10 მაისს მოხდა, როდესაც ფრენის დროს, პილოტი შეუძლოდ გახდა.

როგორც CNN-ის მიერ მოპოვებულ LiveATC.net-ის აუდიოჩანაწერში ისმის, მგზავრი საჰაერო მოძრაობის კონტროლიორს უკავშირდება და ეუბნება, რომ თვითმფრინავის მართვა არ იცის.

"სერიოზული პრობლემა მაქვს. ჩემი პილოტი არათანმიმდევრული გახდა, მე კი წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვმართო თვითმფრინავი". - ისმის ჩანაწერში.

ამის შემდეგ, კონტროლიორმა მგზავრისთვის თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმის ინსტრუქციის მიწოდება დაიწყო, მგზავრმა კი ფლორიდაში, პალმ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმა მოახერხა.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, Cessna 208 ტიპის ერთძრავიანი თვითმფრინავის ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც პილოტს, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. პილოტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ადმინისტრაციამ კი გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები