ილონ მასკი

მასკი თანახმა იქნებოდა, დონალდ ტრამპისთვის Twitter-ზე სამუდამო ბლოკი მოეხსნა

ილონ მასკი და დონალდ ტრამპი, თეთრი სახლი, 2017 წელი.
CNBC

ტესლას აღმასრულებელი დირექტორის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისა და სოციალური ქსელი Twitter-ის პოტენციური მფლობელის, ილონ მასკის თქმით, იგი თანახმა იქნებოდა, რომ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის Twitter-ზე სამუდამო შეზღუდვა მოეხსნათ და ანგარიში აღედგინათ.

ილონ მასკის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის Twitter-ზე დაბლოკვა არასწორი იყო.

"ვფიქრობ, დონალდ ტრამპის დაბლოკვა არასწორი იყო. ეს შეცდომა მგონია... ამით ქვეყნის დიდი ნაწილი გაუცხოვდა და დონალდ ტრამპის ხმის არქონამდე არ მივუყვანივართ". – თქვა მასკმა.

დონალდ ტრამპი Twitter-ზე, მისი მხარდამჭერების მიერ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მოწყობილი თავდასხმის შემდეგ, 8 იანვარს დაბლოკეს. მიზეზად ტრამპის ტვიტებით ძალადობის შესაძლო გაგრძელება დაასახელეს.

მასკმა აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ საკუთარი სოციალური ქსელის, Truth Social-ის შექმნამ ხაზი გაუსვა Twitter-ზე სამუდამო შეზღუდვის დაწესების უმოქმედობას. მან ასევე დაამატა, რომ მსგავსი ქმედებების შედეგი, შესაძლოა, უარესი იყოს, რადგან ასე დებატები სხვადასხვა პლატფორმებზე იხლიჩება. ტრამპის დაბლოკვას მან "მორალურად არასწორი" უწოდა.

"ვფიქრობ, დროებითი შეზღუდვა სწორია, თუმცა არა სამუდამო". – თქვა მასკმა ტრამპის Twitter-ზე დაბლოკვასთან დაკავშირებით.

ილონ მასკის თქმით, ის თანახმა იქნებოდა დონალდ ტრამპისთვის სამუდამო შეზღუდვა მოეხსნა, თუმცა დაამატა, რომ სოციალური ქსელი ჯერ არ ეკუთვნის.

"ვფიქრობ, პასუხი ისაა, რომ სამუდამო ბლოკს მოვხსნიდი. Twitter-ი ჯერ არ მეკუთვნის.

"ვფიქრობ, პასუხი ისაა, რომ სამუდამო ბლოკს მოვხსნიდი. Twitter-ი ჯერ არ მეკუთვნის". – უპასუხა მასკმა ტრამპის Twitter-ზე დაბლოკვასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

ილონ მასკი სოციალურ ქსელ Twitter-ს დაახლოებით $44 მილიარდად შეიძენს. მისი თქმით, მას ამ პლატფორმაზე სიტყვის თავისუფლების წახალისება სურს.

კომენტარები