ევროპული საქარველო

კანდელაკი: საქართველომ ნაციზმის დამარცხება უნდა აღნიშნოს 8 მაისს და არა ხვალ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი ქართულ ოცნებას მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველომ ნაციზმის დამარცხება 8 მაისს უნდა აღნიშნოს და არა ხვალ, რათა მეორე მსოფლიო ომის რუსულ, ყალბ ინტერპრეტაციას ხელი არ შეუწყოს.

"ხვალ, 9 მაისს საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ერთად აღნიშნავს ნაციზმის დამარცხებას. მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ამ თარიღს აღნიშნავს 8 მაისს. დღეს მსურს კიდევ ერთხელ გამოვიდე ინიციატივით, რომ საქართველომ ეს თარიღი აღნიშნოს სწორედ დღევანდელ დღეს და არა ხვალ, 9 მაისს ერთი მარტივი მიზეზის გამო. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს ადრე მომხდარიყო ეს ცვლილება, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების დროს, მაგრამ დღეს ეს ნაბიჯი ისე აქტუალურია, როგორც არასდროს, იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს, რადგან 9 მაისი განასახიერებს მეორე მსოფლიო ომის მცდარ, ყალბ ინტერპრეტაციას, რომელიც საფუძველში უდევს პუტინის რეჟიმს დღეს რუსეთის ფედერაციაში და მათ შორის განასახიერებს სიცრუეს თითქოს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1941 წელს, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს, როდესაც ნაცისტური გერმანია და სტალინის საბჭოთა კავშირი ერთამენთს შეეკვრნენ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით და ერთობლივად თავს დაესხნენ პოლონეთს. 1939 წლიდან 1941 წლამდე ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი ანუ ჰიტლერი და სტალინი გამოდიოდნენ მეორე მსოფლიო ომში, როგორც მოკავშირეეები. მაგალითად, როცა საფრანგეთს ებრძოდა ჰიტლერი, მისი მოკავშირე იყო იოსებ სტალინი. დღეს, როგორც არასდროს აქტუალურია, რომ მეორე მსოფლიო ომის ამ ყალბ ინტერპრეტაციასთან არ აიგივებდეს თავს საქართველო, რადგან როგორც აღვნიშნე ეს უდევს საფუძვლად რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ საქართველომ უნდა აღნიშნოს ნაციზმის დამარცხება 8 მაისს, როგორც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ, გარდა იმისა რომ კაპიტულაციას ნაცისტურმა გერმანიამ სწორედ 8 მაისს მოაწერა ხელი, მათ შორის 8 მაისი განასახიერებს და არის სიმბოლო იმის, რაც რეალურად მოხდა, რომელიც მოიცავს სამწლიან მოკავშირეობას ჰიტლერსა და სტალინს შორის. არ არის დასამალი, რომ ბოლო წლების განმავლობაში აპელირებს რაღაცნაირად ქართული ოცნების მთავრობა მეორე მსოფლიო ომის რუსულ, ყალბ, პუტინისტურ ინტერპრეტაციაზე, რამდენიმე მონუმენტი აღადგინეს, სადაც 1941 წელი წერია ომის დაწყების თარიღად, ახლა გავიგეთ რომ დედოფლისწყაროშიც ამ მონუმენტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, აუცილებელია პატივის მიგება, რაც ჩვენს საზოგადოებას არ ეშლება ამ ომში დაღუპულთა მიმართ, მაგრამ კონტექსტი ქართული ოცნების ქცევისა ამ წლების მანძილზე იყო სწორედ აპელირება მეორე მსოფლიო ომის რუსულ ყალბ ინტერპრეტაციაზე". - თქვა კანდელაკმა.

კომენტარები