რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლა საქართველოში

ФСБ: 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის 38 000 მოქალაქე ჩავიდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამსახურმა 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან გასული მოქალაქეების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ФСБ-ს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან 3.8 მილიონი მოქალაქე გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 46%-ით მეტია.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთის 38 000 მოქალაქე ჩამოვიდა. მათგან 28 000 "კერძო ვიზიტით". ამ კატეგორიაში შედის როგორც სამსახურეობრივი, ასევე სასწავლო ან ნებისმიერი სხვა ტიპის, ტურისტულზე ხანგრძლივი ვიზიტი. შედარებისთვის, 2021 წლის ამავე პერიოდში, საქართველოში რუსეთის მხოლოდ 8 000 მოქალაქე ჩამოვიდა.

კომენტარები