რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიშელი: რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღმშენებლობას უნდა მოვახმაროთ

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, მისი სურვილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინონ და მიღებული სახსრებით უკრაინას დაეხმარონ. ამის შესახებ მან Interfax-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები და რუსი ოლიგარქების დაყადაღებული ქონება უკრაინის აღმშენებლობისთვის უნდა იყოს გამოყენებული და მისთვის ეს "სამართლიანობის" საკითხია.

ამავდროულად, მიშელმა აღნიშნა, რომ კონფისკაციის პროცესი გრძელი და ხანგრძლივი იქნება, რისი მიზეზიც წევრი ქვეყნების განსხვავებული კანონმდებლობაა.

"როგორც ყოფილმა ადვოკატმა, კარგად ვიცი, რომ საკანონმდებლო დონეზე ეს არცთუ მარტივი იქნება. საქმე გვაქვს 27 განსხვავებულ კანონმდებლობასთან და ევროკავშირის ბევრ წევრს ქვეყანას მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ჩართვაც სჭირდება. ამას დრო დასჭირდება, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, საბჭომ რაღაც სამართლებრივი გამოსავალი უნდა იპოვოს, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით, რაც ამ ხალხის [რუსი ოლიგარქების] ქონების კონფისკაციას შესაძლებელს გახდის". - თქვა მიშელმა.

კომენტარები