მიხეილ სააკაშვილის საქმე

სუბარი: სააკაშვილის გათავისუფლების მცდელობის მიზანია, საქართველოში II ფრონტი გაიხსნას

ვხედავთ, რომ ზუსტად ეს ოპოზიცია ისევ ისე, ხმაშეწყობილად ცდილობს, სააკაშვილი როგორმე გაათავისუფლონ ციხიდან და როგორმე გამოიწვიონ ქვეყანაში არეულობა. არეულობა კი არა, ამის ერთადერთი მიზანი არის მეორე ფრონტის გახსნა, რომ რაც ხდებოდა ბუჩაში, ხდებოდა ირპენში და რაც ახლა ხდება მარიუპოლში, როგორმე გადმოვიდეს საქართველოში...

ჩვენ ეს ყველაფერი გამოცდილი გვაქვს საქართველოში... ომი არ იქნება, იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამას არ დაუშვებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი გათავისუფლების იმედიც არის აბსოლუტურად ტყუილი იმედი, იმიტომ, რომ ეს არ მოხდება. ამის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს და ვერ გათავისუფლდება. თუ მას მკურნალობა დასჭირდება, უმკურნალებენ.

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი.

კომენტარები