მოლდოვა-საქართველო

ზურაბიშვილი: დასავლეთმა საქართველო და მოლდოვა არ უნდა დაივიწყოს

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არის ტრიო, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს ქვეყნები არ არიან დაცულები არც ნატოს მე-5 მუხლით და არც ევროკავშირის პირდაპირი სოლიდარობით. ვფიქრობ, ეს დაუცველობა ნიშნავს იმას, რომ მეტი ყურადღება და მხარდაჭერა უნდა მივიღოთ. ცხადია, უმთავრესი ყურადღება უკრაინაზე უნდა იყოს გადატანილი და პირდაპირი მხარდაჭერა სწორედ მათ უნდა მიიღონ, თუმცა, არც ჩვენ უნდა დაგვივიწყონ. ჩემი ახლანდელი ვაშინგტონში ვიზიტის გზავნილიც სწორედ ეს არის, რომ დასავლეთმა საქართველო არ უნდა დაივიწყოს. თუ მოსკოვში გაუჩნდებათ იმის განცდა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ნაკლები ყურადღება ექცევა, ეს შესაძლოა, რუსეთის მთავრობის ლიდერებისთვის იყოს ცდუნება, თავიანთი ყურადღება სწორედ ამ ორ ქვეყანაზე გადაიტანონ.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Washington Post-თან ინტერვიუში. 

კომენტარები