ქართული ოცნება

პრემიერი: ვისურვებდი, ყოველ მე-10 ქართველს შეეძლოს ის, რაც ივანიშვილმა გაუკეთა ქვეყანას

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აღარაა, ეს ერთი. მეორე, რაც მინდა ვთქვა, ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, ვისურვებდი, რომ ყველა ქართველმა თუ არა, ყველა მე-10 ქართველმა შეძლოს, ის, რაც გააკეთა ერთმა კაცმა.

ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, ივანიშვილს არ მოეშორებინა ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა სააკაშვილის მეთაურობით, დღეს, გარანტიას გაძლევთ, რომ იქნებოდა ისევ სააკაშვილი და აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა, თქვენც და ყველა.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) მიერ ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსულ ბიზნესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები