ბიძინა ივანიშვილი

ღარიბაშვილი უზდენოვზე: გვარიც არ მახსოვს, მის შეხვედრებს საქართველოში შედეგი არ მოჰყოლია

მინდა, ერთი რამ გითხრათ - საერთოდ, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი? რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე მოხდა ისეთი თუ რაზეა საუბარი? რაზე ველაპარაკებით ჩვენს ხალხს? სანქცირებული ვინ არის? არ მაინტერესებს... ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მოგეხსენებათ კარგად. მან გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ, რომ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა ბატონმა ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და მე უბრალოდ ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნეს სექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში, რომელიც დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესწარმომადგენელს. 

რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? 0 [...] თქვენ მიერ ხსენებული ბიზნესმენის, გვარიც არ მახსოვს, შეხვედრებს საქართველოში არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მე მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სპეკულაციები არის აბსოლუტურად მიუღებელი. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუს ბიზნესმენ ალი უზდენოვზე საუბრისას. 25 აპრილს გავრცელებულ ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს, ევტუშენკოვი ამბობს - "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.

კომენტარები