ბიძინა ივანიშვილი

ზარქუა ჩანაწერზე: ერთი მეგობარი მეორე მეგობარს კონსულტაციაზე ურეკავს, ეს არის და ეს

ჯერ ერთი, ეს უკანონო ჩანაწერები როდის უნდა დასრულდეს?! ფაქტი ერთია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უსმენენ თავიანთ ბიზნესმენებს თუ გარკვეულ წრეებს და შემდეგ ეს ჩანაწერები, რატომღაც, ოპოზიციურ არხებზე ხვდება. ამაზე ჩვენ ადრეც გამოვთქვით გარკვეული საფუძვლიანი ეჭვი, მაგრამ ახლა საბოლოოდ დადასტურდა.

იქ რა ნაწილიც მოვისმინე, რამე ტრაგიკული არ [ყოფილა] თუ ეს მართალია და არ არის დამონტაჟებული. საუბარი რაზეა - ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს, ეს არის და ეს. 

ამბობს ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს.

კომენტარები