ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: სააკაშვილის სიცოცხლე და ჩვენი ევროპული მომავალი დაკავშირებულია, ასე ინება განგებამ

საქართველოს ხელისუფლება ერთი ხელით, ერთის მხრივ გვეუბნება, რომ მისი არჩევანი არის ევროატლანტიკური და თითქოს ავსებს ევროკავშირის კითხვარს, ხოლო მეორე ხელით და მეორეს მხრივ, მთელი მსოფლიოს თვალწინ, პირდაპირ ეთერში წამებით კლავს პრეზიდენტ სააკაშვილს, რითაც განგებ და განზრახ ძირს უთხრის თავშივე იმ ფუნდამენტურ პრინციეპებს, რომელსაც ეფუძნება დასავლური ღირებულებები.

მინდა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს მივმართო, რომ გადადგან ძალიან აქტიური ნაბიჯები მთავრობასთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კომუნიკაციით, რომ ჩვენი ერის ევროპული და დასავლური მისწრაფება არ დარჩეს მისწრაფებად და იქცეს რეალობად.

ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება ეს ბოროტი, წინასწარგანზრახული ქმედებები და იდგმება ნაბიჯები, რომელიც გულისხმობს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ეს არ ანადგურებს მხოლოდ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, არამედ, ანადგურებს ამ ქვეყნის დასავლურ, კეთილ და ნათელ მომავალს.

მინდა ვთხოვო პარტნიორებს, ყველაფერი გააკეთონ მაქსიმალურად, რომ ქვეყანა არ აცდეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ჩვენს გეზს, ასე ინება განგებამ, დიახაც, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და ჩვენი ევროპული, დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომრეობა "უკიდურესად მძიმეა და ის სიცოცხლისთვის იბრძვის, არც მეტი და არც ნაკლები".

კომენტარები