ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო: ქართული კულტურის მრავალფეროვნება სიმდიდრეა და არა საფრთხე

ევროპული საქართველო ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას სკოლებში მეგრულისა და სვანურისთვის არჩევითი სწავლების უფლების დაწესებასთან დაკავშირებით და წერს, რომ ცენტრალური ხელისუფლების ნაცვლად დამატებით საგნებს შვილებისთვის მშობლები და სასკოლო საბჭოები უნდა ირჩევდნენ.

"ქართული კულტურის მრავალფეროვნება სიმდიდრეა და არა საფრთხე. საფრთხეა მტერი, რომელიც მრავალფეროვნების შიშს ჩვენ წინააღმდეგ იყენებს - იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, მტერი უნდა განეიტრალდეს და არა მრავალფეროვნება.

მეგრული და სვანური, რომლებიც ენებს წარმოადგენენ და არა ქართულის დიალექტებს, ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების მონაპოვარია და მათი საფრთხედ დასახვა აძლიერებს რუსული პროპაგანდის გზავნილს, თითქოს კულტურული სხვადასხვაობა ადასტურებს, რომ ქართველი ერი არ არის ერთიანი - სინამდვილეში, პირიქით - ჩვენი განსხვავებულობა ჩვენი ერთიანობის განმამტკიცებელია.

რაც შეეხება მეგრული და სვანური ენების სასკოლო პროგრამაში დამატებას, დეცენტრალიზებული განათლების სისტემისა და სკოლების პირობებში, საბაზო საგნების, მათ შორის, ქართული ენის მიღმა, მშობლები და სასკოლო საბჭოები უნდა წყვეტდნენ ადგილზე, რა დამატებითი საგნების სწავლება სურთ თავიანთი შვილებისთვის, ცენტრალური ხელისუფლების ნაცვლად". - წერია ევროპული საქართველოს განცხადებაში.

კომენტარები