რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონის განცხადების საფუძველზე საფრანგეთის ელჩი პოლონეთში საგარეო უწყებაში გამოიძახეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შედეგ ქვეყნის ელჩი პოლონეთში, ბრედერიკ ბილე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

"ემანუელ მაკრონის Le Parisien-თან ინტერვიუს შემდეგ, მინისტრმა [პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი], ზბიგნევ რაუმ საფრანგეთის ელჩის გამოძახება გადაწყვიტა". - წერს Twitter-ზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი. 

ემანუელ მაკრონმა Le Parisien-თან ინტერვიუში პოლონეთის პრემიერ მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის "ულტრამემარჯვენე ანტისემიტი" უწოდა.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 4 აპრილს მიმართა და ჰკითხა - რას მიაღწია პუტინთან მოლაპარაკებით.

"რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან და რას მიაღწიეთ? ჩვენ არ ვმსჯელობთ, არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კრიმინალებთან. დამნაშავეებს უნდა ებრძოლო. ჰიტლერთან მოლაპარაკება არავის დაუწყია. ჰიტლერს, სტალინსა და პოლ პოტს მოლაპარაკებას დაუწყებდით?" - თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

მორავიეცკიმ მოკავშირეებს რუსეთის ქმედებების გამოძიებასა და დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

კომენტარები