რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: სანქციების ეფექტიანობა დიდ დროს საჭიროებს

აშშ-ს ეროვნული ეკონომიკის საბჭოს დირექტორი, ბრაიან დიზი

აშშ-ს ეროვნული ეკონომიკის საბჭოს დირექტორის, ბრაიან დიზის თქმით, აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ რუსეთზე უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციები დამღუპველ გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, თუმცა სიტუაციის შეცვლას დრო სჭირდება. 

"ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და შორსმჭვრეტელნი, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ უპრეცედენტო და დამღუპველი სანქციების ეფექტზე". - თქვა ბრაიან დიზმა.

მისივე თქმით, უახლესი სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკის დაზიანებაა.

"როგორც ბევრი ხის დანახვა ტყეს არ ნიშნავს, ასევე რუსეთის ეკონომიკის აღორძინების ნიშნების დანახვაა შეუძლებელი". - თქვა ეროვნული ეკონომიკის საბჭოს დირექტორმა.

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღდეგ მორიგ სანქციებს აწესებს. სანქცირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank მოხვდა, რომელსაც აქტივები სრულად გაეყინება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები