რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოხანაშვილი უკრაინაზე: ადეიშვილი, ლორთქიფანიძე ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამის შემოდება

ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას. თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა. ჩვენ შუამავალი ნაციონალური მოძრაობა თუ უნდა გვყავდეს უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმაროს უკრაინის ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა.

[...] კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან [იმას] რაც, არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს - როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად უკრაინაში. ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკების მაგიდასთან, მათი და შემდგომ ჩვენი რეაქცია გასაკვირი არ უნდა იყოს. 

ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

კომენტარები