სერბეთის არჩევნები

წინასწარი მონაცემებით, სერბეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ვუჩიჩი გაიმარჯვებს

AP Photo/Darko Vojinovic

სერბეთის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ვუჩიჩი, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ხოლო მისი მმართველი სერბული პროგრესული პარტია (SNS),  საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

3 აპრილს, ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ არ გამოაცახადა წინასწარი შედეგები და არც პრესკოფერენცია გამართა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმაღლესმა საარჩევნო ორგანომ არჩევნების შედეგები საღამოს არ გამოაცხადა.

საბოლოო შედეგების გამოცხადების ბოლო ვადა 7 აპრილია.

Ipsos-სა და CeSID-ის ინფორმაციით, უბნების ნაწილობრივი დათვლის შედეგად, ვუჩიჩი საპრეზიდენტო არჩევნებში 59,8% მოიპოვებს, ოპოზიციის კანდიდატი, ზდრავკო პონოსი კი 17,1% მიიღებს.

გამოკითხულთა ვარაუდით, SNS მიიღებს ხმების 43,6%-ს, ხოლო ოპოზიციური ალიანსი 12,9%-ით  მეორე ადგილს დაიკავებს.

ქვეყნის საარჩევნო კომისიამ აქტივობა 58-60%-ით შეაფასა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2020 წლის საპარლამენტო კენჭისყრაზე დაფიქსირებულ 48,8%-ს.

კომენტარები