ALT-INFO

ფლანგვის დეტექტორი: წყალტუბოში ALT-INFO ოფისს ოცნების საკრებულოს დეპუტატის შვილისგან ქირაობს

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, პუტინისტურ ალტ-ინფოს წყალტუბოში ოფისი ქართული ოცნების დეპუტატის შვილისგან აქვს ნაქირავები.

ორგანიზაცია წერს, რომ ავთანდილ მხეიძე 2021 წლის 2 ოქტომბრიდან წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატია ქართული ოცნებიდან, ხოლო იმ ფართის თანამესაკუთრე, რომელსაც მისი შვილი ძალადორივი პლატფორმის წარმომადგენლებზე აქირავებს, რუსეთის მოქალაქეა.

"ალტ-ინფოს წევრებმა ოფისი გახსნეს წყალტუბოს საკრებულოში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ მხეიძის შვილის, რეზო მხეიძის საკუთრებაში არსებულ შენობაში. რეზო მხეიძესთან ერთად ამ ფართის თანამესაკუთრეა აკაკი ლორთქინაფიძე, რომელიც თავის მხრივ რუსეთის მოქალაქეა.

ავთანდილ მხეიძე საკრებულოს დეპუტატი 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გახდა. მან წყალტუბოს N2 სამაჟორიტარო ოლქში 51%-იანი მხარდაჭერით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

გამოდის, ქართული ოცნების ადგილობრივმა ჩინოსანმა კონკურენტ პარტიას, რომელიც ამავდროულად პრორუსულ, მოძალადე, დანაშაულებრივ ჯგუფს წარმოადგენს, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ფართი მიაქირავა, რაც ეჭვს აღძრვას ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის გარკვეულ თანამშრომლობაზე", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

კომენტარები