საწვავის ფასები

დავითაშვილი: საწვავზე ფასების კლებას ველოდებით

დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკში არის შეძენილი. ჩვენ გვაქვს უშუალო ურთიერთობა იმპორტიორებთან და ველოდებით, რომ ბაზარზე შეიძლება გამოჩნდეს უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი და გარკვეულწილად ის პიკური ფასები გადაივლის და უფრო ნაკლები ფასები შეიძლება გვქონდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამიტომ, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ საწვავთან მიმართებაში ფასების გარკვეულ კლებას ჩვენ ველოდებით.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები