სამხრეთ ჩინეთში ავიაკატასტროფის ადილზე მაშველებმა დამწვარი თვითმფრინავის ნამსხვრევები და მგზავრთა პირადი ნივღები აღმოაჩინეს. მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ყველა, 133-ვე მგზავრი დაიღუპა.
გუშინ, 21 მარტს China Eastern Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც 133 მგზავრით შიდა ფრენას ასრულებდა, გუანცის პროვინციაში, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდა.
რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა, ჯერჯერობით, უცნობია. FlightRadar24-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი ექსპლუატაციაში 6 წლის წინ შევიდა.
ბოლო ათწლეულის მონაცემებით, ჩინეთის ავიახაზების ინდუსტრია უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. საავიაციო უსაფრთხოების ქსელის თანახმად, ჩინეთში ბოლო ავიაკატასტროფა 2010 წელს მოხდა, როდესაც დაბალი ხილვადობის გამო Embraer E-190 რეგიონული თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად, ბორტზე მყოფი 96 ადამიანიდან 44 დაიღუპა.