რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 17 მარტის ანგარიში

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 17 მარტის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 17 მარტს, უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს რამდენიმე ადგილობრივი კონტრშეტევა. რუსულმა ძალებმა მცირე ტერიტორიული დაწინაურება მოიპოვეს და განაგრძეს სარეზერვო ელემენტების განლაგება, მათ შორის 1-ლი გვარდიის სატანკო არმიისა და 810-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მცირე ჯგუფები, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადამწყვეტი აღმოჩნდეს. რუსულ ძალებს აქვთ საკმაოდ დიდი დანაკარგი  ხარკოვის ირგვლივ და მათი მცდელობები ქალაქ იზიუმის გვერდის ავლით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიაღწიოს წარმატებას. ოკუპანტებმა განაგრძეს შეტევები მარიუპოლზე 17 მარტს, მაგრამ ყირიმიდან სხვა წარმატებულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.

ძირითადი დასკვნები:

  • რუსული ძალები აგრძელებენ მარიუპოლის მიმდებარე ტერიტორიების სტაბილურად დაკავებას და ქალაქის დასახლებულ პუნქტებს სულ უფრო მეტად უმიზნებენ.
  • უკრაინულმა ძალებმა კიევის ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე ადგილობრივი კონტრშეტევა განახორციელეს და რუსეთის ძალებს დიდი ზიანი მიაყენეს.
  • უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსული ოპერაციები ხარკოვის გარშემო და განაცხადეს პოლკის მეთაურის მოკვლის შესახებ.
  • უკრაინის დაზვერვის ცნობით, შეჭრის პირველი ოცი დღის განმავლობაში, რუსეთმა, შესაძლოა, ფრთოსანი რაკეტების თითქმის მთელი მარაგი დახარჯა.
  • რუსულმა ძალებმა 17 მარტს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში პირველი გვარდიის სატანკო არმიისა და ბალტიის ფლოტის საზღვაო ქვეითი ჯარის დაუზუსტებელი სარეზერვო ელემენტები განათავსეს.
  • რუსეთი შესაძლოა ანაწილებს სარეზერვო ძალების ელემენტებს, მარიუპოლზე მიმდინარე თავდასხმების მხარდასაჭერად, რომლებსაც შეუძლიათ შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო ოპერაციის ჩატარება. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამცირებს ოდესაზე საზღვაო თავდასხმის ალბათობას.
  • უკრაინულმა ძალებმა 16 მარტს ჩამოაგდეს 10 რუსული თვითმფრინავი, მათ შორის ხუთი რეაქტიული თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინული ძალები აგრძელებენ რუსეთის საჰაერო ოპერაციების წარმატებით მოგერიებას.

რუსული ძალები მზარდი სირთულეების წინაშე დგანან საბრძოლო დანაკარგების შევსებასა და დახარჯული საბრძოლო მასალის შეცვლაში.17 მარტს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ 20 მარტს რუსეთის ჯარები დაიწყებენ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიის 1-ლი კორპუსის მობილიზაციის მორიგ ტალღას. უკრაინის დაზვერვის მიხედვით, რუსულ ძალებს უჭირთ როგორც საბრძოლო, ისე დამხმარე ნაწილების დაკომპლექტება და დეზერტირების მაჩვენებლის გაზრდა. გენშტაბი ასევე იტყობინება, რომ რუსული ძალები საცხოვრებელი ტერიტოროების წინააღდეგ განურჩეველი მოქმედების იაღარს იყენებენ, რადგან ფრთოსანი რაკეტების  Калибр-ისა და Искандер-ის თითქმის მთელი მარაგი შეჭრის პირველი 20 დღის განმავლობაში გამოიყენეს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატმა (ГУР) 17 მარტს, გამოაქვეყნა რამდენიმე დეტალი რუსეთის მცდელობებზე სირიელი დაქირავებული ჯარისკაცების რეკრუტირების შესახებ. ГУР-ი იტყობინება, რომ რუსმა სამხედროებმა სირიის ჰმეიმიმის ბაზაზე უბრძანეს სირიიდან უკრაინაში ყოველდღიურად 300-მდე მებრძოლის გაგზავნა. ამას გარდა, ГУР-ის ცნობით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი კრემლს დაჰპირდა 40 000 სირიელი მებრძოლის დაკომპლექტებას. მათივე ცნობით, რუსეთის ხელისუფლება სირიელ ახალწვეულებს ჰპირდება, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ექსკლუზიურად პოლიციის როლს შეასრულებენ. ГУР-მა განაცხადა სირიელ ახალწვეულებს შორის დაბალი საბრძოლო სულისკვეთების შესახებ, მათ შორის იყო თვითდასახიჩრების რამდენიმე შემთხვევა, რათა თავიდან აიცილებინათ უკრაინაში გაგზავნა. დაზვერვის დირექტორატის მტკიცებით, ბევრი სირიელი მებრძოლი რუსეთსა და ბელარუსში გადასხმას დეზერტირობისა და ევროკავშირში მიგრაციის შესაძლებლობად ხედავს.

რუსული ძალებს ამჟამად აქვთ ოთხი ძირითადი მიმართულება:

  • მთავარი მიმართულება - კიევი (შედგება სამი დაქვემდებარებული დამხმარე ძალისგან);
  • გვერდითი მიმართულება 1 - ხარკოვი;
  • გვერდითი მიმართულება 1a - ლუგანსკის რეგიონი;
  • გვერდითი მიმართულება 2 - მარიუპოლი და დონეცკის ოლქი; 
  • გვერდითი მიმართულება 3 - ხერსონი და წინსვლა დასავლეთისკენ.

კიევის მიმართულება

რუსეთის ოპერაციები კიევის მიმართულებით მიზნად ისახავს ქალაქის ბლოკირებას ჩრდილო-დასავლეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, 17 მარტს რუსული ძალები წარუმატებლად ცდილობდნენ დაებრუნებინათ დაუზუსტებელი ტერიტორიები კიევის ჩრდილო-დასავლეთით. მათი ინფორმაციით რუსული ძალები დამარცხდნენ უკრაინელების კონტრშეტევის დროს. ISW ვერ ადასტურებს უკრაინული კონტრშეტევების ზუსტ ადგილს. უკრაინის ძალებმა რუსებს მიაყენეს დიდი დანაკარგი კიევის ჩრდილოდასავლეთით. ასევე, 36-ე გაერთიანეულ არმიას აიძულეს “რეზერვების ნაადრევი მობილიზაცია” და საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს 35-ე გაერთიანებული არმიის სამეთაურო პოსტს, ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით 35 კილომეტრის დაშორებით.

ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულება

17 მარტს რუსეთის ჯარების მხრიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთ კიევის მიმართულებით, შეტევა არ განოხციელებულა. უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ მზადებას კიევის მიმართულებით შეტევების განსაახლებლად და უკრაინის პოზიციების „ქაოტურ დაბომბვას“.16 მარტს, ქალაქ ახტირკაში, სუმის სამხრეთით დაახლოებით 65 კილომეტრში, სოციალური მედიის მომხმარებლებმა რუსული ჯავშანტექნიკის ამსახველი სურათები გამოაქვეყნეს, თუმცა გამოქვეყნების მომენტში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რუსეთის ჯარებმა ქალაქი მთლიანად აიღეს. ამინდების გამო, რუსულ ჯარს პრობლემები ექმნება ტალახიან გარემოში. სოციალური მედიის მომხმარებლებმა 17 მარტს დააფიქსირეს მე-4 სატანკო დივიზიის ოთხი რუსული T-80U ტანკი, რომლებიც უკრაინის სუმის ოლქში, უცნობ ადგილას, ტალახში იყო გაჭედილი. უკრაინის გენერალურმა შტაბის მიხედვით,  რუსულმა ძალებმა 17 მარტს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში პირველი გვარდიის სატანკო არმიისა და ბალტიის ფლოტის საზღვაო ქვეითი ნაწილების დაუზუსტებელი ელემენტები განალაგეს.

ხარკოვის მიმართულება:

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 17 მარტს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა, ხარკოვთან და იზიუმთან ბრძოლაში,მძიმე დანაკარგები მიაყენეს რუსულ 252-ე მოტომსროლელ პოლკს. გაანადგურეს პოლკის პერსონალის 30 პროცენტი და აღჭურვილობა. გენერალური შტაბი დამატებით იტყობინება, რომ უკრაინელმა ძალებმა 15 მარტს,  252-ე მოტომსროლელი პოლკის მეთაური, იგორ ნიკოლაევი მოკლეს. უკრაინულმა ძალებმა 17 მარტს ხარკოვის მახლობლად რუსული 47-ე სატანკო დივიზიის რამდენიმე დატყვევებული და განადგურებული მანქანის კადრები გაავრცელეს.17 მარტს, რუსულმა ძალებმა განაგრძეს ხარკოვის დაბომბვა, მაგრამ რაიმე სერიოზული შეტევა არ განხორციელებულა.

რუსულმა ძალებმა 16-17 მარტს ქალაქ იზიუმის სამხრეთით რამდენიმე წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. რუსული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ გადალახონ იზიუმი, რათა განაგრძონ წინსვლა სლოვიანსკისკენ, მას შემდეგ, რაც ვერ მოახერხეს ქალაქის აღება ფრონტალური შეტევებით.

ლუგანსკის ოლქის მიმართულება:

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსმა ჯარებმა დაიპყრეს რუბეჟნოეს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნები და 17 მარტის შუადღისთვის ადგილობრივი დროით შეიჭრნენ ქალაქის სამხრეთ ნაწილში. რუსულმა ძალებმა, 17 მარტს, წამოიწყეს წარუმატებელი შეტევები პოპასნაიასკენ (სევეროდონეცკის სამხრეთით) და განიცადეს დიდი მსხვერპლი.

მარიუპოლისა და დონეცკის ოლქის მიმართულება:

7 მარტს ოკუპანტებმა განაგრძეს შეტევები მარიუპოლზე აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები „სრულად ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, საცხოვრებლისა და საარსებო საშუალებებს“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცრუ ინფრომაციას მარიუპოლის თეატრის დაბობმვის შესახებ და პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს.

უკრაინულმა ძალებმა, 17 მარტს ადგილობრივი დროით შუადღისას, ვოლნოვახასთან, მარიუპოლის ჩრდილოეთით რუსების თავდასხმა მოიგერიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა 17 მარტს დაწინაურდნენ 4 კმ-ით და დონეცკის ოლქში მარინკა, გლავნოე და სლადკოე დაიპყრეს.

ხერსონისა და დასავლეთის მიმართულება:

რუსეთის ძალებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ნიკოლაევის მიმართულებით არ ჩაუტარებიათ თავდასხმითი ოპერაციები და განაგრძეს ქალაქის ირგვლივ არსებული პოზიციების გაძლიერება. უკრაინის გენერალური შტაბის მიხედვით, რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მცირე პროგრესს კრივიი-რიჰზე, დაიპყრეს მალაია შისტერნია (რომელზეც რუსული ჯარები აცხადებდნენ, რომ აკონტროლებდნენ 15 მარტიდან). 17 მარტს, რუსეთის ჯარებს ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევითი ოპერაციები არ ჩაუტარებიათ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსულმა ძალებმა ოდესაზე საზღვაო შეტევა განახორციელონ. 17 მარტს, ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსული ხომალდების ყოფნა ოდესის სანაპიროებთან არის „ფსიქოლოგიური ზეწოლა და მეტი არაფერი“. უკრაინის გენერალური შტაბი 16 მარტს ადგილობრივი დროით შუაღამისას იტყობინებოდა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები აგრძელებდნენ გემების ბლოკირებას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით, მაგრამ არ ემზადებოდნენ შეტევითი მოქმედებებისთვის. რუსეთი შესაძლოა ანაწილებდეს სარეზერვო ძალების ელემენტებს მარიუპოლზე მიმდინარე თავდასხმების მხარდასაჭერად, რაც ოდესაზე საზღვაო თავდასხმის ალბათობას კიდევ უფრო ამცირებს.

კომენტარები