ზუგდიდი

ზუგდიდში პუტინისტების პარტიის ოფისთან მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ზუგდიდში პუტინიტური ალტ-ინფოს პარტიის ოფისთან მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

როგორც ემა გოგოხია მთავარ არხთან ყვება, ის კონსერვატიული პარტიის წევრთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობდა, რა დროსაც ოფისთან რამდენიმე მანქანა გაჩერდა და  ოპერატორს 8 კაცი კასტეტებით "უმოწყალოდ ურტყამდა". 

მისივე თქმით, ძალადობის ფაქტს საპატრულო პოლიცია შორიდან უყურებდა და მხოლოდ მოქალაქეების რეაგირების შემდეგ ჰქონდათ რეაქცია. 

ემა გოგოხიას თქმით, დაკავებულია რამდენიმე პირი, მაგრამ არა ყველა. 

მისივე თქმით, გადამღებ ჯგუფს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ალტ- ინფოს ოფისზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერების მერიის თანამშრომლების მიერ წაშლის ფაქტი დააფიქსირეს და გადაიღეს. 

ტაბულა ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების პასუხს მიღებისთანავე შეგატყობინებთ. 

კომენტარები