თელასი

ნარმანია: ზოგ შემთხვევაში თელასის თანამშრომლებს დაეზარათ მისვლა, იგივე მაჩვენებელი ჩაწერეს

ზოგიერთ შემთხვევაში, თელასის თანამშრომლებს, რომლებიც იღებენ მაჩვენებლებს, დაეზარათ მისვლა და იგივე ან პირობითი მაჩვენებელი გადაუტანეს, რაც სემეკ-ის მიერ დადგენილი წესების დარღვევაა. შესაბამისად, შემოწმების შედეგად თელასი დაჯარიმდა 75 ათასი ლარით. ნახევარ მილიონ ლარზე ოდნავ მეტი იყო ეს არასწორად დარიცხული თანხები, რომლებიც დაკორექტირდა...

რაც შეეხება თელმიკოს, თელასი აკეთებს დარიცხვებს, ამ მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გადასცემს თელმიკოს, რომელიც აგზავნის ელექტრონულ ქვითრებს. ამდენად, თელმიკოს ბრალეულობა ახლა ამ ნაწილში ჩვენ მიერ არ იქნა გამოკვეთილი და შესაბამისად, არ დაჯარიმებულა

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია პარლამენტში. წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში წლის დასაწყისში რამდენიმე ასეული აბონენტის საჩივარი შევიდა - მათი მტკიცებით, დეკემბრისა და იანვრის თვეებში ზედმეტი გადასახადი მიუვიდათ.

კომენტარები