რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: უკრაინისთვის ომით მიყენებულმა ფინანსურმა ზიანმა უკვე 565 მილიარდი დოლარი შეადგინა

ჩვენმა მთავრობამ უკვე შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად მიღებულ ფინანსურ ზარალს ითვლის. წინასწარი გათვლებით, ამ დროისთვის ეს თანხა 565 მილიარდ დოლარს აჭარბებს. სწორედ ამდენი იქნება საჭირო, რაც ჩვენი ქვეყნის აღდგენას დასჭირდება. ამ ფულის მიღებას, ჩვენი პარტნიორების დახმარებისა და ლტოლვილთა რეპატრიაციის ხარჯზე ვვარაუდობთ. მთელ მსოფლიოს მოვუწოდებთ, რომ უკრაინას ამ ომის დასრულებაში დაეხმარონ. მილიონობით ადამიანი სხვადასხვა გზით ჩვენს ქვეყანას უკვე დაეხმარა და მათი მადლიერები ვართ.

თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის ლიდერებთან კიევში შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები