აუდიტის სამსახური

აუდიტი: 2019-20 წლებში მარნეულში სოფლებისთვის 594 ათასის წყალი შეისყიდეს – 80% დაიქცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2019-20 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის 14 სოფლის წყლით მომარაგებისთვის შპს რუსთავწყალს 593.6 ათასი ლარი გადაუხადეს, თუმცა წყლის მიწოდების ქსელები ამორტიზებული იყო და წყლის უმეტესი ნაწილი მოსახლეობამდე მისვლამდე იღვრებოდა.

"საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მაგისტრალური მილმდენი (ხაზოვანი ნაგებობა) და სოფლების შიდა გამანაწილებელი ქსელები, რომლებითაც მოსახლეობას მიეწოდებოდა სასმელი წყალი, ამორტიზებული იყო, ასევე, ხშირად ხდებოდა ავარიული დაზიანებები და იღვრებოდა წყალი, რომლის დანაკარგმაც 2019-2020 წლებში შეადგინა დაახლოებით 80%. ამასთანავე, შპს მარნეულის სოფწყალი შეძენილი წყლის საფასურს შპს რუსთავწყალს სრულად უხდის სათავო მრიცხველის შესაბამისად, ხოლო დაზიანებების გამო მოსახლეობას აწვდის შეძენილი წყლის მხოლოდ 20%-ს". – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, კომპანიისთვის მოსახლეობისგან წყლის გადასახადის სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 76.8 ათასი ლარი.

კომენტარები