კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც სოფელ ნორიოში ერთი კაცი მოკლა და მეორე დაჭრა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული დ.ყ. დააკავეს - მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.ყ.-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი მამაკაცი - 1986 წელს დაბადებული ი.შ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ზ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. ზ.ქ. საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები