რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხაზარაძე ოცნებას: შემოიღეთ დროებითი სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის

მივმართავ ხელისუფლებას, მეტი რა უნდა მოხდეს, რომ სიტუაციის სიმძიმე შეიმჩნიოთ. როგორ ვერ ხვდებით, რომ ჩვენი მოქალაქეები შექმნილი ვითარების გამო უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაში არიან.

მოგიწოდებთ:

  1.  დაუყოვნებლივ მოიწვიეთ უსაფრთხოების საბჭო;
  2. შემოიღეთ დროებითი სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის;
  3. ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ შეიმუშაოს ინსტრუქცია საბანკო სექტორისთვის, თუ როგორ მოიქცნენ შექმნილ ვითარებაში;

თვითშემოქმედება ასეთ დროს ძალიან სახიფათოა.

და ბოლოს, განუმარტეთ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ არის ღია ჩვენი კარი ყველასთვის, გარდა პუტინისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისა.

წერს ლელო - საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.

კომენტარები