ევროპული საქართველო

კახიძე: ვინც რომელიმე არჩევნებზე 41 შემოხაზა, დაფიქრდეს და გადააფასოს თავისი არჩევანი

არ იქნება ადვილი კოლაბორაციონისტული მთავრობის მოშორება, მაგრამ უნდა მივყვეთ მოთმინებით და თანმიმდევრულობით:

1. ის, ვინც რომელიმე არჩევნებზე 41 შემოხაზა, დაფიქრდეს და გადააფასოს თავისი არჩევანი, ახსნას საკუთარ თავთან, დაუსვას ბეჭედი და აღარ მოეჭიდოს ხავსს, რომ ამათგან შეიძლება რაიმე სასიკეთო გამოვიდეს;

2. გავაცნობიეროთ, რომ რუსულ ჭაობში თუ ჩატოვეს ქვეყანა, ეს ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის დაღუპვას ნიშნავს, რამდენიმე ათწლეულით უკან დავიხევთ;

3. გავიაზროთ, რომ საქართველოს საპატრიარქო არის კომუნისტური რეჟიმის მიერ ამბროსი ხელაიას ეკლესიის განადგურების შემდგომ შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც რუსეთის რბილი ძალაა და მოსკოვს ექვემდებარება. მათ არ უნდა დავუჯეროთ;

4. მივხვდეთ, რომ კოლაბორაციონისტი ხელისუფლების ლეგიტიმაცია პარლამენტში ყოფნით არის დანაშაულის ტოლფასი. როგორც არასდროს, გვჭირდება იმის დაფიქსირება, რომ ოცნება ქართველ ხალხს არ წარმოადგენს. ენმ და ლელო - გამოდით პარლამენტიდან;

5. არ დაგვეზაროს და ვამხილოთ ხელისუფლების ღალატი და მტერთან თანამშრომლობა. ვწეროთ საჯაროდ და ვესაუბროთ ირგვლივ ყველას - მეზობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ნათესავებს - გავბევრდეთ, ოცნებას მხარს არ უჭერს უმრავლესობა, მაგრამ კოლაბორაციონისტებს არც მესამედი უნდა უჭერდეს მხარს;

6. უკრაინელებს იანუკოვიჩი ღალატისთანავე არ მოუშორებიათ, ოთხი თვე განუწყვეტელი მიტინგები დასრულდა მაიდნის გამარჯვებით. უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი პროტესტისთვის;

7. უნდა ვიყოთ მზად, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა მიმართოს ძალადობას და არ უნდა დავიხიოთ უკან. შეუპოვარი წინააღმდეგობა უნდა შეხვდეთ და მორალურად უნდა გავტეხოთ. სიმართლე ჩვენ მხარესაა, თავისუფლება მონობაზე აუცილებლად იმარჯვებს;

8. დემოკრატიული არჩევნებით უნდა დასრულდეს კოლაბორაციონისტი ოცნებისა და სატელიტი ორგანიზაციების ბოგინი და მტერთან მოთანამშრომლე პირები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. ეს უნდა იყოს გაკვეთილი მომავალი თაობებისთვის, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვქონდეს;

9. ახლავე უნდა მოვამზადოთ გეგმა, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, თუ როგორ ამოვდივართ ქოცური ჭაობიდან და როგორ მიგვყავს წინ ჩვენი ქვეყანა;

10. უნებისყოფო, აქეთ-იქით მოხტუნავე, საკუთარი სიტყვის გამტეხ პოლიტიკოსებს არ უნდა ვენდოთ და არ უნდა დავუჯეროთ.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე საკუთარ Facebook გვერდზე.

კომენტარები