რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Airbnb რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას აჩერებს

Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან ჩესკის თქმით, კომპანია რუსეთსა და ბელარუსში ნებისმიერი ფორმით მუშაობას აჩერებს.

მანამდე, ჩესკიმ განმარტა, რომ Airbnb 100 000 უკრაინელი ლტოლვილისთვის მასპინძლობას გეგმავდა. 

"Airbnb და Airbnb.org მუშაობენ ჩვენს მასპინძლებთან, რათა თავშესაფარი 100 000-მდე ლტოლვილმა უკრაინიდან უფასოდ მიიღოს" - დაწერა Twitter-ზე აღმასრულებელმა დირექტორმა პირველ მარტს. 

Airbnb უერთდება Shell-ს, BP-ს, Apple-სა და General Motors-ს, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეიჭრის შემდეგ, შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში.

კომენტარები