რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხაზარაძე პარლამენტს: დაიხუროს რუსული და ის ადგილობრივი არხები, რომლებიც აგიტაციას ეწევიან

დღეს, როდესაც უკრაინაში რუსეთის არმია თავის აგრესიას ახორციელებს, საქართველოში სხვადასხვა პირების, ტელეარხებისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ მიმდინარეობს რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდა, რუსული რბილი ძალა აქ უკვე წლებია აქტიურად მუშაობს ჩვენი მოქალაქეების ტვინების გამორეცხვაზე და ამას ჩვენი მოქალაქეების ხელით ახორციელებს.

ხვალ პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის საგანგებო სხდომაა, მივმართავ პარლამენტარებს იმსჯელონ ამ საკითხზე და მიიღონ გადაწყვეტილება დაიხუროს რუსული და იმ ადგილობრივი არხების მაუწყებლობა, რომელიც ძირგამომთხრელ აგიტაციას ეწევა ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასეთი ნაბიჯი გადადგა ბევრმა ქვეყანამ, ახლა ჩვენი ჯერია.

ამბობს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ხვალ, 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. საპარლამენტო სხდომა 12 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები