რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზურაბიშვილი: ომი ევროპის გულში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად

ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა უკრაინა ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ერისთვის, ევროპაში და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა, გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა, პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ დღეს თავიანთი ქვეყნის სუვერენობის დაცვას. მინდა, შევუერთდე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე. აღსანიშნავია, რომ მან არაერთხელ დაადანაშაულა საქართველოს წინა ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოში "საომარი ვითარების დაწყებაში". მისი თქმით, მაშინ ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას წამოეგო.

კომენტარები