Netflix

ნეტფლიქსი TINDER SWINDLER-ის მიხედვით მხატვრულ ფილმს გადაიღებს

ETC

სტრიმინგის სერვისი Netflix პოპულარული დოკუმენტური სერიალის Tinder Swindler-ის მიხედვით მხატვრულ ფილმს გადაიღებს.

ამ ეტაპზე უცნობია სამსახიობო შემადგენლობა, რეჟისორი და ზუსტი სცენარი.

Tinder Swindler დოკუმენტური ფილმია, რომელიც Netflix-ზე 2 თებერვალს გამოვიდა და მალევე სტრიმინგის სერვისის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი პროექტი გახდა. ფილმში რეალურად არსებული თაღლითის, საიმონ ლევაევის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც წლების განმავლობაში ქალებს პაემნების აპლიკაციით, Tinder-ით იცნობდა და შემდეგ მოტყუებით ფულს სძალავდა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნორვეგიულ გამოცემა VG-ს მიმართა, ჟურნალისტების დახმარებით თაღლითი დაიჭირეს. ლევაევმა ისრაელის ციხეში 15 თვე გაატარა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლევაევმა ბიზნესმენი გახდა, მის ქონება მილიონებს ითვლის, დაზარალებულთა აზრით მას ქონება მოტყუებული ადამიანების ფულით აქვს შეგროვებული.

სერიალს მოგვიანებით ლევაევიც გამოეხმაურა. მისი თქმით დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები ამბავი ფალსიფიკაციაა. 

"ისინი ამბობენ თითქოს ფილმი დოკუმენტურია, ეს სიცრუეა, ყველაფერი გამოგონილია. მე მარტოხელა კაცი ვარ, რომელიც Tinder-ით ქალებს იცნობს და არა ის მონსტრი, რომელიც ფილმშა წარმოდგენილი". – წერია პოსტში, რომელიც მოგვიანებით ავტორმა წაშალა.

კომენტარები