ტაბულა კი არის ზოგადად ლიბერალური და ეროვნული, მაგრამ სიყვითლე, ბოღმა თუ ზედაპირულობაც არ აკლია. დღემდე მხვდება აქა-იქ ჩემი ერთი არამართებული პოსტის მათეული ტირაჟირება, გავრცელება. ხო, მიშა მაშინ ძალიან ცუდად იყო, გლდანში. ვთვლიდი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად და ცხელ გულზე ბრიუსელის მიმართ ზედმეტის თქმის უფლება მივეცი თავს - “რას დუმხართ” ამბავში. ორ საათში წავშალე, მაგრამ ტაბულამ აფრიალა. თუ რამენაირად საერთო ბანაკში ვართ - ზოგადში, წინააღმდეგობრივში, ურთიერთწყენებით გაბერილსა და დაქუცმაცებულში - მაშინ ეგებ ჯერ მოიცადო, ან მკითხო - ხომ მიცნობ?! თუ მარტო შურისძიება და ბოღმა გამოქმედებს, მაშინ go to hell შენი დამფუძნებლიანად
tbl.ge/5v3a
დაკოპირდა

წერს ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული პოსტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, "ევრო-ამერიკელებო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ქართულ ციხეში შიმშილობს და კვდება. თუ არაფერს გააკეთებთ, მე მირჩევნია ვიყო რუსული ტანკის ეკიპაჟის წევრი, ვიდრე პრო-ევრო-ამერიკელი. ევროკავშირი/აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია".



!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)
