მე-10 მოწვევის პარლამენტი

ხაზარაძე მანდატის შეწყვეტაზე: სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს

უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნა, რაც გეუფლება, როცა უყურებ როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი.

სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება. ქვეყნის უპერსპექტივობა, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანი და, შესაბამისად, გეგმა. ერთადერთი რაც გამოძრავებთ – არის ძალაუფლება, რათა შეინარჩუნოთ პირადი კეთილდღეობა.

ეს მალე დამთავრდება! ქართველი ხალხი არაა თქვენისთანა ხელისუფლების ღირსი, არაა ასეთი გაჭირვების და უიმედობის ღირსი! ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ის სიკეთეს ვერ მოიტანს. ბრძოლა გრძელდება და ის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით!

წერს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

კომენტარები