კორონავირუსი საქართველოში

"ვაქცინაციაზე ასეთი განცხადება აბსოლუტურად გაუმართლებელია" – წერეთელი ღარიბაშვილზე

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ვაქცინაციის ეფექტურობასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და გაუმართლებელს უწოდებს.

გიგი წერეთლის თქმით, ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება ვაქცინაციის პროცესს აზიანებს, განსაკუთრებით ქვეყნის პირველი პირის მხრიდან:

"არ ვიცი რა არის საბოლოოდ სურვილი ასეთი განცხადებების, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ ვითარებაში, რომელიც საქართველოშია და როდესაც ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანის ჩართვა ვაქცინაციის პროცესში, ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება აზიანებს პროცესს, რომელიც საჭიროა კოვიდის მართვის პროცესში, ჩემი აზრით, ამგვარი განცხადებები აბსოლუტურად გაუმართლებელია, მით უმეტეს, ქვეყნის პირველი პირების მხრიდან". – ამბობს წერეთელი.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური მონაცემების საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსის შტამის, ომიკრონის შემთხვევაში "ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა, რადგან აცრის მიუხედავად, მაინც დაინფიცირდა.

ვრცლად ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იხილეთ აქ.

კომენტარები