ავტოკატასტროფა

ირლანდიაში 12 წლის ბავშვი მშობლების მანქანით სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და გარდაიცვალა

ირლანდიის ქალაქ ლიმერიკში 12 წლის ბავშვი, რომელიც მშობლების მანქანით გადაადგილდებოდა, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და გარდაიცვალა. სატვირთოს მძღოლი დაშავებული არ არის, თუმცა შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

12 წლის ბიჭი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა და ადგილობრივი დროით 02:00 საათზე ქალაქ ლიმერიკის შემოგარენში მოძრაობდა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა 12 წლის ბავშვი ავტომობილში მშობლების გარეშე. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის მშობლები პოლონელები არიან.

კომენტარები