საქართველო-პოლონეთი

Covid-ბარათის არმქონე მოგზაურებისთვის პოლონეთმა კარანტინის ვადა 7 დღემდე შეამცირა

ვარშავა
Getty Images

არავაქცინირებული მოგზაურებისთვის პოლონეთმა კარანტინის ვადა 7 დღემდე შეამცირა. აქამდე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასულ პირებს, რომლებსაც კოვიდ-პასპორტი არ ჰქონდათ, 14- დღიანი კარანტინი უწევდათ. მისი შემცირება მხოლოდ მე-8 დღეს გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ იყო შესაძლებელი.

პოლონეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, 11 თებერვლიდან, პოლონეთის რესპუბლიკაში შესული მგზავრი, რომელიც არ წარადგენს კოვიდ ბარათს/ევროკავშირის ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატს, დაექვემდებარება 7 დღიან კარანტინს/თვითიზოლაციას.

კარანტინს არ დაექვემდებარებიან სრულად ვაქცინირებული პირები (Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen/Johnson&Johnson) და ის მგზავრები, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კორონავირუსი (შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში). საელჩოს ცნობით, ჯერ ისევ ზუსტდება დეტალური ინფორმაცია, ისევ აუცილებელი იქნება თუ არა საზღვრის კვეთისას 24 საათით ადრე გაკეთებული ანტიგენური, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული/არასამუშაო მიზნით პოლონეთში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუსვლიათ.

კომენტარები