ლარის კურსი

ზარქუა: არის შესაძლებლობა, რომ ლარის კურსი 2.5-2.8-ის ფარგლებში დასტაბილურდეს

ჩვენ გასული წლის დეკემბერში, იმ მონახაზით, რაც იყო, ვამბობდით, რომ 2022 წლიდან მოხდებოდა ეროვნული ვალუტის გამყარება, ინფლაციის მოთოკვა. ახლა უკვე მნიშვნელოვანია, ეს გამყარებული ლარი გადაიზარდოს იმაში, რომ ფასების სტაბილურობა დაიწყოს. 1 დოლარის ფასი 1.7 ლარი ვერ იქნება, ეს ვიცით და იცით, თავს ნუ მოვიტყუებთ. თუმცა, არის შესაძლებლობა, რომ ლარის კურსი დაახლოებით 2.5-2.8-ის ფარგლებში დასტაბილურდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია იქნება 4-5%-ის ფარგლებში და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ფასების სტაბილურობა მოხდეს ბაზარზე.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ TV პირველთან საუბარში. 8 თებერვალს ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.8 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.31 თეთრით.

კომენტარები