ლარის კურსი

1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.92 ლარია, 1 ევროსი – 3.33, ლარი 8 თებერვალსაც გამყარდა

8 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.92 ლარია, ევროსი კი – 3.33 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.8 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.31 თეთრით.

აღსანიშნავია, რომ დოლარი სამ ლარს ისტორიაში პირველად 2020 წლის მარტში გადასცდა. მას შემდეგ, სხვადასხვა დროს, დოლარის ღირებულება 3.40 ლარსაც აჭარბებდა. ევროს კი, 4 ლარზე მეტიც ღირდა.

8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც, 1 ლირის ღირებულება 0.2141 ლარია, ხოლო 1 ფუნტის - 3.9566 ლარი.

თიბისი კაპიტალი ეროვნული ვალუტის ამჟამინდელ გაცვლით კურსს ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებს და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებს, ვიდრე ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას. 

"ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის. 

ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება". – წერია TBC CAPITAL-ის ანგარიშში. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ლარის მიმდინარე გამყარება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, გაძლიერებული წმინდა სავალუტო შემოსავლებისა და თავად ლარის სტაბილურობის შედეგია, რადგანაც ხშირად სწორედ თავად დოლარი-ლარის კურსი განსაზღვრავს მოლოდინებს. 

კომენტარები