თბილისი ენერჯი

"გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს" – თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯი მოსახლეობას აფრთხილებს, გაზის წვისას ყურადღება მიაქციონ ალის ფერს, მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს (ცეო) დაგროვებას, – "CO კლავს!"

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა.

კომენტარები