კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო იანვარში

ომიკრონის ცირკულაცია გაიზარდა, ის 14 % იყო რეინფიცირებისა იმ 1800 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც სეკვენირება ჩატარდა და ომიკრონ-სპეციფიკური ტესტები იქნა გამოყენებული. აბსოლუტურ რიცხვში დაითვალეს ჩვენებმა და 50 000-ზე მეტი, დაახლოებით 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო იანვარში. 

რუსთავი 2-თან ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 362 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 17 531 პაციენტი. დღიური დადებითობა 36.47%-ია, ბოლო 7 დღის - 27%, ბოლო 14 დღის კი 30.65%.

კომენტარები