3 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0179 ლარია, ევროსი კი – 3.4042 ლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.07 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.08 თეთრით.
ლარი ასევე გამყარდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით. ერთი თურქული ლირის ღირებულება 0.2221 ლარს შეადგენს, ერთი ფუნტის გაცვლითი კურსი კი - 4.0880 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 3 თებერვლიდან შევა.