კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის კაბელების ჩამოშლას 26 ადამიანი ესმხვერპლა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში ელექტროენერგიის კაბელების ჩამოშლას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა.

მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის კაბელები კინშასას ერთ-ერთ გარეუბანში სავაჭრო ცენტრსა და რამდენიმე საცხოვრობელ ხალხს დაეცა. 26 ადამიანი დენის დარტყმის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. მათი დიდი ნაწილი სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი ქალები იყვნენ.

ადგილობრიცი მთავრობის ცნობით, ჯერ-ჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ელექტროგაყვანილობის კაბელების ჩამოშლა. თუმცა, მათივე თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, მეხის დაცემამ გამოიწვია. მომხდარის ირგვლის გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები