ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძებ განაცხადა. მისი განმარტებით, პარტიაში შესვლასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა.

"არა მხოლოდ ფრაქციაში, პარტიის შიგნით იყო ინტენსიური მსჯელობა, ყველა ჯგუფთან, რომელიც წლების განმავლობაში იბრძვიან არსებული ვითარების შესაცვლელად. შაბათს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია საპარლამენტო საგაზაფხულ სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს". - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები