ჩინეთის დედაქალაქი რიგით XXIV ზამთრის ოლიმპიადას 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე საბოლოოდ დამტკიცდა ქართული დელეგაციის შემადგენლობა.
პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით სპორტის 3 სახეობაში – ფიგურული ციგურაობა, სამთო სათხილამურო სპორტი და ციგაობა, 9 სპორტსმენი იასპარეზებს. აქამდე საქართველოს ნაკრები ზამთრის ოლიმპიადაზე ამხელა შემადგენლობით არასდროს ყოფილა წარმოდგენილი.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან:
მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა

ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა

კარინა საფინა – ფიგურული ციგურაობა

გიორგი რევია – ფიგურული ციგურაობა

მარია კაზაკოვა – ფიგურული ციგურაობა

ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა

ნინო წიკლაური – სამთო თხილამურობა

სოსო ჯაფარიძე – სამთო თხილამურობა

საბა ქუმარიტაშვილი – ციგაობა

სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიადაზე 7 მწრთვნელი გაემგზავრება. ქართული მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი იქნება.